摘要:სტუდენტური სპორტი ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს ეროვნული სპორტული პოლიტიკის საფუძველს და რეგულირდება კანონებით და ნორმატიული აქტებით. უნივერსიტეტებისათვის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მიმართულებით შესაბამისი აქტიურობის ხარისხისათვის დამახასიათებელია მრავალდონიანი სტრუქტურა. შეინიშნება უნივერსიტეტების გაზრდილი როლი მოძრაობაში „სპორტი ყველასათვის“. გაწეული სამუშაოების შესახებ ყოველწლიურ საუნივერსიტეტო ანგარიშებში ცალკე მუხლად უნდა
აისახოს მათ სტრუქტურაში შემავალი სპორტული დაწესებულებების საქმიანობა. ამ სტრუქტურებს უნდა გააჩნდეთ ცალკე ბალანსი. საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტული ასოციაციები მიზანშეწონილია, შეიქმნას უმაღლესი სასწავლო დაწესებულების
ინიციატივით. ისინი უნდა სარგებლობდნენ სახელმწიფო დახმარებით. ტერიტორიული, რეგიონული და მუნიციპალური გაერთიანებები ხელს უნდა უწყობდნენ ასეთი ასოციაციების განვითარებას. სპორტი შეიძლება განვიხილოთ სტუდენტთა ცხოვრების პრიზმაშიც – როგორც საუნივერსიტეტო სპორტის წარმატების, გარანტიის
მნიშვნელოვანი ელემენტი. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში, ეროვნული საუნივერსიტეტო განათლების სისტემის მისიის რეალიზაციისათვის, საქართველოს უნივერსიტეტებში საჭიროა შეიქმნას და განვითარდეს შესაბამისი სტრუქტურები.
მათი თანაარსებობა უზრუნველყოფს გარკვეული კონკურენტუნარიანობის და სპორტული სტრუქტურების მაღალ „წარმადობას“ ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში.
其他摘要:Students' sport is the basic of national sport policy.
It is necessary to produce the main structure for
development students' sport at the Georgian universities.